ვის როგორ ესმის დემოკრატია

  ბოლო დრომდე აღიარებულია დემოკრატიის რეალისტური დეფინიცია, რომელიც ეკუთვნის რობერტ დალს. დალი დემოკრატიას მეორენაირად პოლიარხს უწოდებდა.  მისი აზრით დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. ეს დეფინიცია მეცნიერული თვალსაზრისით ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია. "რეალისტური დემოკრატია" დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული. 
  სარტორი იყო დემოკრატიის თეორიის ერთ–ერთი ცნობილი  წარმომადგენელი, რომელიც ამ აზრს არ ითვალისწინებდა და იძახდა, რომ დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი. 
  ჩერჩილს კი კლასიკური განსაზღვრება ჰქონდა დემოკრატიაზე. ის იძახდა რომ დემოკრატია მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია.
  დიუი კი იძახდა, რომ  „დემოკრატია არ წარმოადგენს მმართველობის ფორმას, არც სოციალურ მიზანშეწონილობას. იგი არის ადამიანისა და მისი გამოცდილების ბუნებასთან მიმართების მეტაფიზიკა“.
  ჯეიმსს კი დემოკრატიაზე სულ სხვა მოსაზრება გააჩნდა. მისი აზრით დემოკრატია თავისებური რელიგიაა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი კრახი“. 

   დემოკრატიის მნიშვნელობა კი ლექსიკონში სულ სხვანაირად არის განმარტებული. ეს განმარტებები კი შეგვიძლია ვიხილოთ Google დოკუმენტში.

No comments:

Post a Comment