დემოკრატია


   დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და და ნიშნავს „ხალხის ბატონობას“ . დემოკრატია სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმაა, როცა მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. დემოკრატიას აქვს ორი უმთავრესი მოთხოვნა– არჩევითობა და მოკლევადიანობა. ამის გარდა დემოკრატიის ცნება მოიცავს მთელ რიგ უფლებებს და თავისუფლებას. ეს უფლებები ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს.დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ.
  დემოკრატიის განმარტება. 

No comments:

Post a Comment