შვეიცარია ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ხალხი პირდაპირ იღებს მონაწილეობას კანონების შექმნის პროცესში. სადაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა კანონი საერთო, სახალხო რეფერენდუმით მიიღება. რეფერენდუმის შემდეგ ამ კანონს ამტკიცებს პარლამენტი. პარლამენტს არ აქვს უფლება რეფერენდუმის შედეგები გააუქმოს, თუ რაიმე დარღვევას არ ექნება ადგილი. ხოლო რეფერენდუმს შეუძლია პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმება. ასე რომ, დღევანდელი შვეიცარია ალბათ ყველაზე უფრო „დემოკრატიულია" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ცოტა რამ შვეიცარიის შესახებ : სახელმწიფო მოწყობით შვეიცარია არის კონფედერაცია, რომლის ოფიციალური სახელია შვეიცარიის კონფედერაცია. შვეიცარია იყოფა ოთხ მხარედ - გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რომანულ მხარეებად და შესაბამისად აქვს ოთხი სახელმწიფო ენა. შვეიცარიის, როგორც ფედერალური ქვეყნის, ოფიციალური ისტორია 1848 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა შვეიცარიის მოქმედი კონსტიტუცია. შვეიცარული კონფედერაცია დაარსდა 1291 წელს, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შვეიცარიის, როგორც ქვეყნის ისტორია.
No comments:
Post a Comment