Tuesday, January 29, 2013

ვიდეო მასალა

  ბოლო დროს, განსაკუთრებით “არაბული რევოლუციების” დაწყების შემდეგ, დასავლეთში ისევ საუბრობენ იმაზე, თითქოს ისლამი და დემოკრატია შეუთავსებელი ცნებებია და რომ მუსულმანურ ქვეყნებში დასავლური ტიპის დემოკრატია კიდევ დიდხანს ვერ გაიმარჯვებს. ექსპერტები იხსენებენ 80-იანი წლების ალჟირს, იხსენებენ ირანის რევოლუციას... მეოცე საუკუნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მოვლენებს გაიხსენებს მწერალი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეც “წითელი ზონის” მორიგ სიუჟეტში, რომლის თემაცაა “ისლამი და დემოკრატია”.  
   ეს ვიდეო კი იხილეთ მოცემულ ლინკზე  ისლამი და დემოკრატია

ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა

   შვეიცარია ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც  ხალხი პირდაპირ იღებს მონაწილეობას კანონების შექმნის პროცესში. სადაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა კანონი საერთო, სახალხო რეფერენდუმით მიიღება. რეფერენდუმის შემდეგ ამ კანონს ამტკიცებს პარლამენტი. პარლამენტს არ აქვს უფლება რეფერენდუმის შედეგები გააუქმოს, თუ რაიმე დარღვევას არ ექნება ადგილი. ხოლო რეფერენდუმს შეუძლია პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმება. ასე რომ, დღევანდელი შვეიცარია ალბათ ყველაზე უფრო „დემოკრატიულია" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
  ცოტა რამ შვეიცარიის შესახებ : 
სახელმწიფო მოწყობით შვეიცარია არის კონფედერაცია,  რომლის ოფიციალური სახელია შვეიცარიის კონფედერაცია.  შვეიცარია იყოფა ოთხ მხარედ - გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რომანულ მხარეებად და შესაბამისად აქვს ოთხი სახელმწიფო ენა. შვეიცარიის, როგორც ფედერალური ქვეყნის, ოფიციალური ისტორია 1848 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა შვეიცარიის მოქმედი კონსტიტუცია.  შვეიცარული კონფედერაცია დაარსდა 1291 წელს, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შვეიცარიის, როგორც ქვეყნის ისტორია.

დემოკრატია


   დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და და ნიშნავს „ხალხის ბატონობას“ . დემოკრატია სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმაა, როცა მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. დემოკრატიას აქვს ორი უმთავრესი მოთხოვნა– არჩევითობა და მოკლევადიანობა. ამის გარდა დემოკრატიის ცნება მოიცავს მთელ რიგ უფლებებს და თავისუფლებას. ეს უფლებები ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენსსადაცმოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებსრომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას დანიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს.დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ.
  ფოტო მასალა დემოკრატიის შესახებ შეგვიძლია ვიხილოთ Google პრეზენტაციაში.